Friday, 27 May 2016

პროექტი

პროექტის სახელწოდება: ,,გავაცოცხლოთ ისტორია" .
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-21 წწ .
პროექტის აქტუალობა: როგორი იყო იმ პერიოდის (პირველი დამოუკიდებელი საქართველოს) ფასეულობები და როგორ ვუყურებთ მას დღევანდელი გადასახედიდან. არის თუ არა დღესაც საქართველოს დამოუკიდებლობა აქტუალური
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა დაინახონ და გააცნობიერონ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დამოუკიდებლობას. წარმოადგინონ იმ დროის ეპოქის მთავარი საკითხები მოიძიონ ინფორმაცია დამოუკიდებელი საქართველოს საშინაო პოლიტიკის, საგარეო ვითარების, ეკონომიკისა და კულტურის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი: 10 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:პროექტი წარმატებულად ჩაითვლება თუ მუშაობის პროცესში მოიძიებული ინფორმაციები დაეხმარებათ მათ დაინახონ სად იყო დაშვებული შეცდომები და დაიწყონ მუშაობა მათი გამოსწორებისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის წარმატებით განხორციელებას და სასურველ შედეგზე გასვლას. მოსწავლეები ქმნიან პრეზენტაციას თემასთან დაკავშირებით და წარუდგენენ აუდიტორიას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, რუკა, ფორმატი, წიგნი, ინტერნეტი
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): შევქმნი ცალკეულ ჯგუფებს რომლებსაც დავავალებ აირჩიონ სხვადასხვა თემა 1918-21 წლების საქართველოს შესახებ, ავირჩევთ ჯგუფებში ლიდერებს. გამოვიყენებთ ვიზუალურ მასალას კედლის გაზეთს და პრეზენტაციას

შეფასება: იხ. რუბრიკა

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლიანა ტყემალაძე


No comments:

Post a Comment